გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

10.11.26 16:44
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ის გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.