კრებსების გავრცელება ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია, რაც ჩვენს დროში მომხდარა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე
უკანონო მოსმენებსა და კრებსების გავრცელებას ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად აფასებს მეუფე ნიკოლოზი. სასულიერო პირის განცხადებით, შესაძლოა, ვერ დადგინდეს, ვინ ახორციელებდა ფარულ ჩანაწერებს, თუმცა პასუხისმგებლობა იმ პირებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ, რომლებსაც უკანონო მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების აღკვეთა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩვენს დროში მომხდარა. რაც შეეხება ამას ვინ აკეთებდა უშუალოდ, ამაზე არის პასუხი სხვაგვარი. არავინ იცის ამას ვინ აკეთებდა, ამას ახლა ვერავინ დაადგენს, ვინ აკეთებდა ამ უკანონო ჩანაწერებს. აქ სხვანაირად უნდა ითქვას: ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და ის, რომ ეს არ გამოქვეყნებულიყო. მე ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა, - ამბობს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.