სოფელ შილდაში მანქანა 65 წლის ქალს დაეჯახა - პენსიონერი გარდაიცვალა

11.11.26 14:10
 სოფელ შილდაში მანქანა 65 წლის ქალს დაეჯახა - პენსიონერი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქვეითად მოსიარულე ქალი დაიღუპა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. 

შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

მათივე წყაროს ცნობით,  ქალი სამსახურში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა.