საპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს

11.11.26 14:08
საპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს

ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. 

"პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა ფორმდება. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.