თუ მაზოხისტური მიდრეკილება არ აქვს აქციონერს, არ შეიძლება, თავის თავის დაზიანებაზე იფიქროს - ბადრი ჯაფარიძე

09.12.21 13:13
თუ მაზოხისტური მიდრეკილება არ აქვს აქციონერს, არ შეიძლება, თავის თავის დაზიანებაზე იფიქროს - ბადრი ჯაფარიძე

კვალის დაფარვის მიზნით ფულის დანაწევრებას ადგილი არ ჰქონია, აღებული სესხით 4 ჰოლანდიელი კრედიტორის ვალი დავფარე, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

ჯაფარიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მხოლოდ 50 ათასი ლარით დაჯარიმდებოდა და სისხლის სამართლის საქმე აღარ აღიძრებოდა. მისი თქმით, თუ მაზოხისტური მიდრეკილება არ აქვს აქციონერს, საკუთარი თავის დაზიანებაზე არ იფიქრებს.

პროკურატურა სესხს, რომელიც მე ავიღე, ამას უწოდებს უკანონო ქონებას. სინამდვილეში ავიღე სესხი, რომლითაც დავფარე იმ მომენტისთვის ჩემი არსებული დავალიანება 4 ჰოლანდიელი კრედიტორის მიმართ. ფულის გათეთრებისთვის, როდესაც ნარკოდილერები, ან იარაღით უკანონო მოვაჭრეები იღებენ უკანონო შემოსავალს, მერე ანაწევრებენ ამ თანხას, რომ კვალი დამალონ და ჩვენთან საუბარია, რომ სესხი ავიღე ბანკის არხით "სამგორისგან" და გადავურიცხე 4 ძალიან მაღალი რეპუტაციის ბიზნესმენს, რომელთა ვალი მქონდა. ეს საქართველოს პროკურატურის ინტეპრეტაციით არის დანაწევრება. 

ჩვენ თუ დავარღვევდით ეროვნული ბანკის მოთხოვნას, ამის გამო სისხლის სამართელებრივი დევნა ჩვენს წინააღმდეგ არ აღიძრებოდა. მაქსიმალური ჯარიმა, რომელსაც მივიღებდით, არის 50 ათასი ლარი. 78 % ვფლობდით და ახლა თუ მაზოხისტური მიდრეკილება არ აქვს აქციონერს, არ შეიძლება, თავის თავის დაზიანებაზე იფიქროს, - განაცხად აჯაფარიძემ. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.