ყიზილაჯილოში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს

11.11.26 16:49
ყიზილაჯილოში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში აალებადი ნივთიერებები ისროლეს.

შემთხვევა წინა კვირას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმების მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად Aktual.ge-მ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები