ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში აალებადი ნივთიერებები ისროლეს.
შემთხვევა წინა კვირას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმების მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ინფორმაცია თავდაპირველად Aktual.ge-მ გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
11.11.26 15:43
კრებსების გავრცელება ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია, რაც ჩვენს დროში მომხდარა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე
მეუფეს თქმით, პასუხისმგებლობა იმ პირებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ, რომლებსაც უკანონო მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების აღკვეთა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.