მარნეულში ორი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს

11.11.26 16:49
მარნეულში ორი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში ორი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში აალებადი ნივთიერებები ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Aktual.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევები 5 და 6 ნოემბერს მოხდა. უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმების მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ Aktual.ge-ს დაუდასტურა, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები