სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი ორგანოს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა - პროკურორი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთის საქმეში შესაძლოა, ახალი ბრალდებული გაჩნდეს - საააკშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის, მტკიცებით, "გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი ორგანოს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა".
საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურად არის დადგენილი მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში.
შესაბამისად, ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიაჩნია, სასამართლო დღეს დასაშვებად ცნობს ყველა მტკიცებულებას, რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, გამოძიების მიერ დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია",- განაცხადა ვეფხვაძემ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 12:00 საათიდან მიმდინარეობს. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მესამე პრეზიდენტი არ ესწრება.