სკანდალური წერილი და ,,ტვ პირველის" განეიტრალების გეგმა - პროკურორმა ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა

09.12.21 13:35
სკანდალური წერილი და ,,ტვ პირველის" განეიტრალების გეგმა - პროკურორმა ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა

ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე მუქარის წერილის გადმოცემის ეპიზოდზეც ისაუბრა, თუმცა პროკურომა არჩილ ტყეშელაშვილმა მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა. 

"ლელოს" ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  წერილში არსებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო აღიძრა. 

მე გადმომეცა წერილი, გადმომეცა მაშინდელი შს მინისტრის მეშვეობით, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ჯერ ერთი, მოითხოვდნენ რატომღაც ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ჩვენგან, გამაოგნებელი წერილი იყო თავისთავად და მე მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი, იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა, ვფიქრობ, რომ ბატონ ავთოსგან ნასესხები თანხა დაუკავშირა ტვ პირველს  და ა.შ. და იმიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ, ამ დარბაზში. ამ წერილში ბოლოში იყო აბზაცი, თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელ მსოფლიოს გააგებინებდნენ იმასთან დაკავშირებით, რა  ჩავიდინეთ 2008 წელს. მაშინ მე შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე, რაც უნდათ ყველას მოუყვნენ, რაც გავაკეთე, მე მეამაყება, რაც გავაკეთეთ 2008 წელს, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.