ცოლ-ქმარს 2 ნიღბიანი პირი ლიფტში შეჰყვა და ესროლა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

11.11.26 21:06
ცოლ-ქმარს 2 ნიღბიანი პირი ლიფტში შეჰყვა და ესროლა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"პირველებმა" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" არიან დასაქმებულები.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. 

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ-პოინტის საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

 

მსგავსი სიახლეები