ბერდია სიჭინავა მოსამართლე ნადარაიას: თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კითხვა-პასუხთან, ჩვენი პასუხები რას ცვლის?

12.11.26 14:21
ბერდია სიჭინავა მოსამართლე ნადარაიას: თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კითხვა-პასუხთან, ჩვენი პასუხები რას ცვლის?

"თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა?" - ასე მიმართა გახარიას პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. 

სიჭინავამ ამით რევაზ ნადარაიას შეკითხვების დასმის დროს ნათქვამი გაახსენა: „თქვენ ბრძანეთ, თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებსო“. 

სწორედ აქედან გამომდინარე დასვა საკონსტიტუციო სხდომაზე ბერდია სიჭინავამ აღნიშნული კითხვა. 

ბერდია სიჭინავა: ბატონო, თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, ბრძანეთ: „თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებსო“. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა? თუ აქ გამომცდელებად ხართ და ჩვენ ვართ მოსწავლეები, რომლისგანაც უნდა მოისმინოთ...“,

მოსამართლე ვასილ როინიშვილი ბერდია სიჭინავას: მგონია, პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე. უნდა იცოდეთ, რა და როგორ არის. როდესაც მოსამართლე კითხვას სვამს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება. აინტერესებს მხარის აზრი, ხედვა.

ბერდია სიჭინავა: ანუ ჩვენი პასუხები არაფერს ცვლის? მე ჩემი გულისტკივილი დაგიფიქსირეთ.

მოსამართლე ნადარაია: რადგან მკითხეთ, მე რა ვბრძანე იმას განგიმარტავთ - შეკითხავ იყო აბსოლუტურად თეორიულ კონტექსტში დასმული და თეორიული საკითხები სასამართლოსთვისაც ხემისაწვდომია. ჩემი ეს რეპლიკა გამოწვეული იყო, ზოგადად კონკრეტული ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით რომ გვითხრათ და არ გვინდა ეს თეორიები

ბერდია სიჭინავა: თეორიებს ვერ ავცდებით ბატონო მოსამართლევ.

მსგავსი სიახლეები