თქვენ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრეთ, "შემოსავალი" როგორ განგიმარტეს? - ბადრი ჯაფარიძის მიმართვა პროკურორს

09.12.21 15:23
თქვენ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრეთ, "შემოსავალი" როგორ განგიმარტეს?  - ბადრი ჯაფარიძის მიმართვა პროკურორს

სად ნახეთ უკანონო შემოსავალი და როგორ გავათეთრეთ, მე მაქვს კითხვა თქვენთან - ამ შეკითხვით მიმართა ბადრი ჯაფარიძემ პროკურორს სასამართლო სხდომაზე. "ლელოს" ლიდერმა არჩილ ტყეშელაშვილს, როგორ ეკონომისტს, "შემოსავლის" განმარტება სთხოვა, თუმცა პროკურორმა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. 

სად ნახეთ უკანონო შემოსავალი და როგორ გავათეთრეთ, მე მაქვს კითხვა თქვენთან. სად არის აქ შემოსავალი, მიპასუხეთ, ბატონო არჩილ. აი, თქვენ ეკონომიკური ფაკულტეტი რომ დაამთავრეთ, "შემოსავალი" როგორ გაგნგიმარტეს იქ? ვინ იყო თქვენი ლექტორი, იმას მაინც მოვკითხავ პასუხს, - თქვა ჯაფარიძემ. 

 საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.  

მსგავსი სიახლეები