მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მოსამართლეთა კონფერენციაში მონაწილეობის შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კანონის იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეს, რომელიც კონფერენციას ვერ ესწრება, არ აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი ან სხვა მოსამართლის კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ხუჭუას განმარტებით, კონფერენციაზე დასწრება სასამართლოში გადაუდებელი საქმეების განხილვის გამო ვერ შეძლო, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დაკარგა.
მოსამართლე შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
მომოვიდა ტექსტური შეტყობინება, რომ იმართებოდა მოსამართლეთა კონფერენცია. მე ვერ მოვახერხე კონფერენციაზე დასწრება იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოში შემოვიდა რამდენიმე საქმე. მათ შორის რამდენიმე რბალდებული, რომლებიც იყვნენ დაკავებულ, იყო განსახილველი 24 საათში მათი აღკვეთის საკითხი და შესაბამისად, ამის გამო მე ვერ მოვახერხე კონფერენციაზე დასწრება.
სწორედ ეს არის ჩემს მიერ გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ მოსამართლე, რომელიც ფიზიკურად იმ დღეს ვერ დაესწრება კონფერენციას, მას ეკრძალება, რომ დაასახელოს კანდიდატურა ან საკუთარი თავი, ან სხვა კანდიდატურა და თავისთავად, ის ვერ მიიღებს ვერცერთ საკითხში მონაწილეობას.
საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნა არის, რომ ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ის ნორმა, რომელიც არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში წარმოდგენილი, რომელიც უზღუდავს მოსამართლეებს უფლებას, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მოსამართლეთა კონფერენციაში, - ამბობს მოსამართლე ვალდიმერ ხუჭუა.
ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.
- ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა კონფერენციაზე მიიღეს, თუმცა ეს შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ იყო- ინფორმაციის შესახებ ცნობილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საკონსტირუციო სარჩელიდან გახდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ეს სიახლე სამივე მათგანის შემთხვევაში მოგვიანებით აისახა.
მსგავსი სიახლეები
აქუბარდია ჟენევის მოლაპარაკებები: მოსკოვს უკვე აქცენტი გადააქვს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებსა“ და მათ დასავლელ პარტნიორებზე
"მოსკოვი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ უკვე პირდაპირ ასახელებს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებს“ და მათ დასავლელ პარტნიორებს"