რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

13.11.26 11:20
რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის ფიზიკის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, მასწავლებლების ნაწილს საუბარი არ სურს - ნაწილმა კი დღეს სკოლაში მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ სასწავლო ნაწილის გამგეს უმძიმეს ბრალდებას მერვე კლასელი გოგონა უგონებს. 

"ტყუილია ყველაფერი. არ მჯერა ამ გოგოსი. (ვიდეოკადრები ნახეთ?) კარგით რა ყველაფერს აკეთებენ" - ეუბნება ერთ-ერთი მასწავლებელი "პირველებს".

ამ ეტაპზე უცნობია, რჩება თუ არა სკოლაში მერვე კლასელი გოგონა - ამ საკითხზე სკოლაში არ საუბრობენ და "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ. 

მერვე კლასელი გოგონა მასწავლებელს გარყვნილ ქმედებებში ადანაშაულებს. უმძიმესი ბრალდებით 76 წლის პედაგოგია დაკავებული. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. 

76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები