თავდასხმა დვალიშვილზე - არსებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა და 300 000-იანი ჯარიმა მიესაჯათ

13.11.26 13:29
თავდასხმა დვალიშვილზე - არსებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა და 300 000-იანი ჯარიმა მიესაჯათ

თავდასხმა მერაბ დვალიშვილზე - Croco. ge-ის ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ

რაც შეეხება იზოლატორში გადაყვანილ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამასთან, Sportall.ge-ს ცნობით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია - RAF-ი დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.

11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.