საზარელი მკვლელობა ხელვაჩაურში - პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს

09.12.21 17:12
საზარელი მკვლელობა ხელვაჩაურში - პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, მომხდარი  მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტზე პოლიციის სამმართველოში მეზობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. მამაკაცმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.  შემთხვევას აჭარის მთავარი სამმართველო იძიებს.

სამმართველოს უფროსი, იაგო დავითაძე ამბობს, რომ ოჯახიდან ძალადობის შესახებ მანამდე შეტყობინება არ შესულა.

როგორც ვიცი, ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ოჯახურ ძალადობაზე შეტყობინება არ შემოსულა", - თქვა დავითაძემ "ტვ პირველთან".

 54 წლის კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მეორე შვილმა, გოგონამ, გაქცევა მოასწრო.  

ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 

მსგავსი სიახლეები