"კაწროს" ადვოკატი ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ვიდეო "არ არსებობს"

14.11.26 13:13
"კაწროს" ადვოკატი ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ვიდეო "არ არსებობს"

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული "კაწროს", იგივე ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

თამარ აბესაძემ დღეს "პირველებს" ისიც უთხრა, რომ პენიტენციური სასამხური საკანში გადაღებულ ცემის ვიდეოს ვერ გამოაქვყნებს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, "სიმართლეს ფარდა მალე აეხდება"

ასეთი არ არსებობს. დაცვის მხარეს უკეთესი სტრატეგიები გვაქვს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეგვიძლია, ვიდრე ბრალდების მხარეს. შესაბამისად სტრატეგიები გვაქვს უმაღლესი სტანდარტის და სიმართლეს აეხდება ფარდა", - ამბობს თამარ აბესაძე. 

ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (კაწრო) დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ, რომლებსაც პროკურატურამ დავით ფექირიშვილის ცემის საქზმე ბრალი წარუდგინეს, სასამართლო პროცესზე მისვლაზე უარი თქვეს.

დღეს სასამართლომ წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნაზე უნდა იმსჯელოს, გამომდინარე იქიდან, რომ 5-ვე პირი სხვა ბრალზე უკვე ციხეში ზის, სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძებსი შეფარდებაზე აღარ იმსჯელებს. 

  • დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

მსგავსი სიახლეები