ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი.
უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ განაჩენის შესახებ პროკურორის სატელეფონო ზარით შეიტყო.პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილი მოითხოვს არა მხოლოდ საქმის შემსრულებლის, არამედ დავალების გამცემი პირების დაკავებას და გასამართლებას.
ამ განაჩენით სამართლიანობა არ აღდგენილა, ხაბეიშვილი მოითხოვს არა მხოლოდ საქმის შემსრულებლის, არამედ დავალების გამცემი პირების დაკავებას და გასამართლებას", - ამბობს ტყეშელაძე.
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა.
- ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 6 მაისს პროკურატურამ 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.