"ჩაიდინა" წერია, მაგრამ რა ჩავიდინე კონრეტულად, არ წერია - ავთანდილ წერეთელი

09.12.21 17:21
"ჩაიდინა" წერია, მაგრამ რა ჩავიდინე კონრეტულად, არ წერია - ავთანდილ წერეთელი

ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი, ამბობს, რომ საბრალდებო დასკვნაში მისი ბრალეულობის შესახებ წერია, თუმცა რას ედავებიან კონკრეტულად  და რა ჩაიდინია, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. 

სად წერია იქ სადმე, რომ მე რამით დავეხმარე? რა გავაკეთე, ფული გავუთეთრე? რა ფულის გათეთრებაზეა ჯერ ლაპარაკი! ყველაფერი წერია საბრალდებო დასკვნაში, მაგრამ არ წერია, მე რა ჩავიდინე. "ჩაიდინა" წერია, მაგრამ რა ჩავიდინე კონკრეტულად არ წერია. არ მეხება მე, სად წაიღებდნენ ისინი ნასესხებ ფულს, მე რაში უნდა დავხმარებოდი? , - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა სასამართლო სხდომაზე. 

 საქალაქო სასამართლოში დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი გამოკითხნენ. 

მსგავსი სიახლეები