სერგი ყანჩელის ცემის საქმეზე აქტივისტის მამა და და გამოკითხეს
სერგი ყანჩელის ცემის საქმეზე აქტივისტის მამა და და გამოკითხეს - ადვოკატი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის ძალადობის საქმეში ახლა ოჯახის წევრების ჩვენებებიც დევს.
უფლებადამცველის თქმით, გამოძების დაწყებიდან დღემდე ეს არის ერთადერტი ქმედითი ნაბიჯი, რაც გამოძებამ გადადგმა. მისი განცხადებით, ამ დრომდე პროკურატურა არ რეაგირებს და არ აკავებს ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს.
არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. მას შემდგომ, რაც აქცია დაანონსდა, ანუ ერთი თვის შემდეგ, გამოიკითხა სერგეი ყანჩელის და და მამა. ამ დრომდე არ შეცვლილა სერგეი ყანჩელის საქმეზე კვალიფიკაცია და ამ დრომდე არ მინიჭებია მას დაზარალებულის სტატუსი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გამოვლენილან ის პოლიციელები, რომლებმაც სერგეის მიმართ ჩაიდინეს არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა", - ამბობს ადვოკატი.
ემიგრაციაში წასულმა ყანჩელმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა.
აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი საგამოძიებო ორგანომ დისტანციურად გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
დღეს მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.