ნემო ბურჭულაძე საქართველომ უკანასკნელ გზაზე გააცილა
ნემო ბურჭულაძე დაკრძალეს - საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი პოლიტიკოსი, უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თანამოაზრეებმა გააცილეს.
დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტარდებოდა. ნემო ბურჭულაძე იყო ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.