მზისა გაბეშიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად თბილისიდან მარტვილში უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ჩავიდნენ

14.11.26 15:59
მზისა გაბეშიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად თბილისიდან მარტვილში უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ჩავიდნენ

მარტვილი ემშვიდობება ქალს, რომელმაც მთელ ქვეყანას თავი ერთი-კაციანი აქციით და შეუპოვრობით დაამახსოვრა - მზისა გაბეშიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად დღეს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები თბილისიდანაც ჩავიდნენ.

ხალხი სიმბოლურად ზუსტად იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც 75 წლის ქალი თვეების განმავლობაში მართავდა ერთკაციან აქციას და აპროტესტებდა "ქართული ოცნები" პოლიტიკას. მზისა გაბეშია დღეს, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. 

ქალბატონი მზისა ორი წელი მარტო იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ყველამ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა თუნდაც მისი სახელის უკვდავსაყოფად", - უთხრა "პირველებს" მარტვილში ჩასულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.