აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

09.12.21 17:44
აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებული ორგანიზაცია "ალტერნატივას" ერთ-ერთი აქტივისტის პოსტს ეხმაურებიან.

ხათუნა ბერიძე გუშინ TV 25-ის ეთერში გასულმა ობიექტურმა რეპორტაჟმა გააღიზიანა, რომელიც ხალხმრავალ ქორწილში  ოპოზიციონერი ლიდერების  მოლხენას ასახავდა. ამის გამო ბერიძემ სოციალურ ქსელში ტელევიზიის თანამშრომლების მისამართით დისკრედიტაციისა და  და შეურაცხყოფის შემცველი კომენტარები დაწერა.  

50 - მდე ჟურნალისტი პარტიის მხრიდან პოზიციის გასაჯაროვებას ითხოვს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულმა წევრებმა თავიანთი მოსაზრებები გაახმოვანეს, თუმცა საერთო პოზიცია მთავარ ოპოზიციურ ძალას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.