უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს - აქტივისტი მიზეზად პროევროპულ აქციებში მონაწილეობას ასახელებს

15.11.26 11:51
უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს - აქტივისტი მიზეზად პროევროპულ აქციებში მონაწილეობას ასახელებს

უცხო ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეს, ევგენი ლუბინეცს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ლუბინეცი, რომელიც საქართველოში უკრაინელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, 31 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე შეაჩერეს და ქვეყანაში არ შემოუშვეს.

მას უარის მიზეზი არ განუმარტეს და მხოლოდ სტანდარტული დოკუმენტი გადასცეს, კონკრეტული დასაბუთების გარეშე.

აქტივისტი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება მის მიერ საქართველოში გამართულ პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

მე მქვია ევგენი. ახლა სომხეთში ვიმყოფები, რადგან საქართველოში უკან აღარ შემომიშვეს, არადა, საქართველოში ბოლო ორი ქელი ვიცხოვრე, 2024 წლის ნოემბრიდან. როგორც უცხოელს ყოველწლიურად ე.წ. ვიზარანის გაკეთება მიწევდა. ამ წლის 31 ოქტომბერს კი უკან აღარ შემიშვეს. ვფიქრობ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი მონაწილეობა აქციებში, რომელიც ყოველდღიურად იმართება პარლამენტთან, ასევე საკრებულოსთან და რომელშიც, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ვფიქრობ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ყველაზე აშკარა მიზეზია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს შაბათის მარშებზე წინა რიგებში ვიდექი და ბანერებს ვატარებდი. სულ მცირე, კვირაში 3-4 ჯერ დავდიოდი აქციებზე. საზღვარზე ჩემთვის არაფერი აუხსნიათ, მომცეს დოკუმენტი, სადაც სხვა მიზეზები იყო მითითებული, უფრო ზუსტად კი ის შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც უცხოელს შესვლაზე უარი უდნა ეთქვას, - ამბობს ლუბინეცი. 

მომხდართან დაკავშირებით ევგენი ლუბინეცი განმარტებებს ითხოვს. მისი თქმით, სომხეთში 6 თვეს გაჩერდება, რის შემდეგაც საქართველოში შემოსვლას ისევ სცდის.