თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელმიკო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, თოფურიძე ვალენტინის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ირაკლი აბაშიძის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის, არაყიშვილის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.