"ლექსოს პრემია" - ვინ არიან გამარჯვებულები

10.12.21 00:36
"ლექსოს პრემია" - ვინ არიან გამარჯვებულები

"ლექსოს პრემიას" გამარჯვებულები ჰყავს - ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვის: რადიო თავისუფლების ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და დათო ქორიძე ( ცრურწმენა და სიამაყე);

ცნობისთვის, თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძეს მოძალადე ორკები 5 ივლისს ფიზიკურად თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან გაუსწორდნენ.  მანდარიაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ქორიძეზე ძალადობისთვის არავინ დაუკავებიათ.

"რადიო თავისუფლების" გადამღებ ჯგუფს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი “ლექსოს პრემიაში” გამარჯვებულ ფილმზე მუშაობდნენ.

საუკეთესო უფლებადაცვითი სტატიისთვის დაჯილდოვდა ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტი,  ნინო ვართაპეტიანი  (დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - პანდემიის გავლენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე).

"ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემია 5 ივლისის ძალდობრივი მოვლენების შემდეგ დაწესდა. "ლექსოს პრემია" "ადამიანის უფლებათა სახლმა" დააფუძნა. მისი მიზანი  საქართველოში მედიის მხარდაჭერაა.