ეროვნული კრება იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა - პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოზე
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განიხილება. განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი მანჯგალაძე სხედან. ისინი ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ. სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა თქვა, რომ ეროვნული კრება საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის აღიარება არ სურთ.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა ეროვნული კრება, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ სურთ ამის აღიარება, არა მარტო “ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც ზოგიერთ პიროვნებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს ყველაფერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ ნახა. ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა. საქართველოს ეროვნულ კრებას უფრო მეტი მოქალაქე ესწრებოდა 4 ოქტომბერს, ვიდრე “ოცნების“ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - თქვა ბურჭულაძემ.