ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

16.11.26 23:24
ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

ყოფილ პოლიციელ ირაკლი მუხადგვერდელს, რომელიც მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში ფიგურირებდა, ქუჩაში იარაღიდან სროლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

2 წელი პირობითი და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით – ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც დღეს მოსამართლე ზვიად შარაძემ დაამტკიცა.

ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს

მუხადგვერდელი 2025 წლის 24 მაისს მას შემდეგ დააკავეს, რაც ავტომანქანით გადაადგილებისას ქუჩაში რამდენჯერმე გაისროლა. მას თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ოთხ დღეში 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, ამ ინციდენტის გამო, ის სამსახურიდანაც გაუშვეს.

მუხადგვერდელი აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ფიგურანტია. ზინოვკინას ნარკოდანაშაულს ედავებიან. მან 14 აგვისტოს სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მუხადგვერდელი გაუპატიურებით დაემუქრა.