საქართველოში 130.8 მლრდ ლარზე მეტის უძრავი ქონებაა დაგირავებული

17.11.26 11:52
საქართველოში 130.8 მლრდ ლარზე მეტის უძრავი ქონებაა დაგირავებული

კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში გირავნობის უზრუნველყოფის სახით 130.875 მლრდ ლარის უძრავი ქონება არის ჩადებული - ინფორმაციას bpn.ge სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების 2026 წლის მე-3 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და კომპლექსური ტიპის უძრავ ქონებას, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს (შენობის გარეშე).

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, გირავნობის სახით ყველაზე დიდი მოცულობით უძრავი ქონება 2 ბანკის - საქართველოს ბანკისა და თიბისის ანგარიშზეა. მათზე მთლიანი თანხის თითქმის 75.6% მოდის.

ვრცლად ნახეთ აქ