ომბუდსმენის წარმომადგენელმა სასამართლოზე თქვა, რომ ელისაშვილის ბრალი დაუსაბუთებელი და ხარვეზიანია
ალეკო ელისაშივლის საქმეზე სააპელაციო სასამართლო სახალხო დამცველის წარმომადგენელს უსმენს - ერთ საათზე მეტია, ევა ფაჯიშვილი მოსამართლეთა კოლეგიას დეტალურად უხსნის, რატომ არის არასწორი ტერორიზმის მუხლი, რომლითაც ოპოზიციონერი გაასამართლეს და 13 წელი მიუსაჯეს.
"ბრალდება არის დაუსაბუთებელი, აქვს ხარვეზი და არ არის დამაჯერებელი, რომ განზრახვა იქნა დადასტურებული"- აცხადებს ომბუდმენის აპარატი და უკვე გამოტანილ განაჩენსაც აკრიტიკებს.
დასაბუთებულობას აქვს ხარვეზი და არ არის დამაჯერებელი რომ განზრავა იქნა დადასტურებული. სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო ალეკო ელისაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და გამოიკვეთა გარემოებები. დოკუმენტში საუბარია დასაბუთების საჭიროებაზე და მოტივის და მიზნის გამიჯვნის აუცილებლობაზე. ცენტრალური საკითხია ტერორისტული აქტის განზრახვის საკითხი. ცენტრალური მნიშვნელობის საკითხებზე პასუხი უნდა იქნას გაცემული სასამართლოზე გამოკვლევის შედეგად. განაჩენში უნდა იკითხებოდეს, რომ მხარეები თანასწორ პირობებში იმყოფებოდნენ.”- თქვა ევა ფაჯიშივლმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) 21 სექტემბერს მიმართა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში.
სახალხო დამცველის თანახმად, განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.
ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
საქმე ეხება 2025 წლის 29 ნოემბერს გამთენიისას მომხდარ შემთხვევას. პროკურატურის ვერსია ასეთია: გამოძიების თანახმად, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი შეიჭრა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ მან შენობაში აალებადი სითხე დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა, რა დროსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი.
ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის ბრალდებას არ დაეთანხმა. მან ქმედება ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროტესტად შეაფასა.
ოპოზიცია განაჩენს პოლიტიკურ შურისძიებად და ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს. მათი თქმით, ელისაშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი პოლიტიკოსია, რომელიც ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.