კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" მოუწყვეს
კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ბრალს არ აღიარებს. რაფი ორუჯოვი ამბობს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია.
ეს ამბავი იზოლატორიდან დაკავებულის ადვოკატმა გამოიტანა. საქმეში კი მის წინააღმდეგ დევს ჩანაწერები, რითაც დგინდება, რომ კაცი მზად იყო 25 ათასი დოლარი გადაეხადა იმ ქილერისთვის, ვინც მის ყოფილ ცოლს მოკლავდა.
დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ კონკრეტულად მსგავსს ადგილი არ ჰქონია, არასდროს მაგის სურვილი არ ჰქონდა, უარყოფს, კატეგორიულად უარყოფს. არსად არ ამბობს, რომ მე შენ ამ თანხას მოგცემ, კონკრეტულად ამისთვის. ქილერისთვის არ იყო ეს თანხა განკუთვნილი, მაგ კადრების გარდა არის სხვა კადრებიც, რომელიც საქმეში დევს, ეგ რეალობას არ შეესაბამება, სინამდვილეში ის, ვინც იყო ჩანერგილი, თავად თავისი ინიციატივით იყო მისული, - ამბობს ანდრონიკ სარიბეკოვი.
კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეეს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია.
შსს-ს ცმობით დაკავებულმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
საქმის მასალების მიხედვით, კაცმა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.