"ოცნება" სამაგალითოდ სჯის ალექსანდრეს, მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, მამას რომ არ ანახებენ" - ელისაშვილის ცოლი

17.11.26 16:00
"ოცნება" სამაგალითოდ სჯის ალექსანდრეს, მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, მამას რომ არ ანახებენ" - ელისაშვილის ცოლი

პატიმრობაში მყოფ ალეკო ელისაშვილს შვილებთან და ოჯახთან შეხვედრაზე ისევ უარს ეუბნებიან - ერთი წელია უკვე, რაც პოლიტიკოსი ოჯახს მხოლოდ სასამართლო სხდომებზე ხედავს.

ელისაშვილის მეუღლის, ირინა დეკანოსიძის თქმით, "ოცნება" სამაგალითოდ სჯის მის ქმარს -" მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, მამას რომ არ ანახებენ".

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა და ყველა პატიმარს აქვს უფლება ოჯახის წევრების ნახვის, მას ამ დრომდე აქვს შეზღუდული ეს უფლება. ერთი წლის განმავლობაში ჩვენს მას მხოლოდ სასამართლოებზე ვხედავთ და არ გვაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში ეს შეზღუდვა მოიხსნება. ჩემი აზრით, "ოცნება" რაღაცნაირად სამაგალითოდ სჯის ალექსანდრეს - სჯის იმით, რომ გაამწესა ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში, მიუსაჯა 13 წელი და ნუ, როგროც ჩანს, ესეც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი და შეზრუდვები გრძელდება. ირღვევა მისი შვილის უფლებებიც. რაღაცნაირად,  ერეკლემ და სანდრომ მემგონი არაფერი დააშავეს საიმისო, რომ მათ მამას თუ სამაგალითოდ სჯიან, ესენიც არ უნდა მოყვნენ ამ ამბავში", - ამბობს ირინა კილასონიძე. 

ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.  გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. 

საქმე ეხება 2025 წლის 29 ნოემბერს გამთენიისას მომხდარ შემთხვევას. პროკურატურის ვერსია ასეთია: გამოძიების თანახმად, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი შეიჭრა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ მან შენობაში აალებადი სითხე დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა, რა დროსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი.

ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის ბრალდებას არ დაეთანხმა. მან ქმედება ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროტესტად შეაფასა.

ოპოზიცია განაჩენს პოლიტიკურ შურისძიებად და ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს. მათი თქმით, ელისაშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი პოლიტიკოსია, რომელიც ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.

 

მსგავსი სიახლეები