4 ოქტომბერი იყო ავანტიურა, რომლის წახალისებაც ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა - სიჭინავა
გახარია საქართველოსთვის წევრმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებს "ავანტიურა" უწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის იმ ნაწილმაც ითამაშა როლი, რომელიც ამ ავანტიურას აჰყვა.
ჩვენ ამას 4 ოქტომბრის ავანტიურა დავარქვით, წახალისება ხდებოდა თავად “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, სახელმწიფოს ფუნქციაა, პრებვენციულად მოახდინოს რეაგირება ასეთი ტიპის შესაბამის ქმედებებზე. თუ შეჭრის მცდელობა კონსტიტუციურ, ან პრეზიდენტის ორგანოში, ეს არ გაკეთებულა, ელოდებოდნენ. 4 ოქტომბრის გამარჯვების ბენეფიციარი ვინა არის? “ოცნება.“,- თქვა მან.
მისივე თქმით, “სწორედ სპეცსამსახურებმა წააქეზა ეს ყველაფერი.“
ვიღაც შეიძლება ენთუზიაზმზე იყო, ვიღაც გაყიდული, ვიღაც გადაბირებული, ვიღაც რა თქმა უნდა გულწრფელიც იყო, როგორ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაც არ იყო გულწრფელი, ვიღაც სისულელის მსხვერპლი იყო, - დასძინა მან.
მოსამართლის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათ პარტიას რაიმე გეგმა იქიდან გამომდინარე, 4 ოქტომბერი როგორ დასრულდებოდა, სიჭინავა პასუხობს:
4 ოქტომბერი იმდენად მიუღებელი საკითხია ჩვენი პარტიისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ გეგმას ვერ ავაწყობდით და ვერ გევქნებოდა, ვერც მანამდე და ვერც მას შემდეგ, 4 ოქტომბრის დღე იყო ჩვენთვის არჩევნების დღე