მოსამართლის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა აქციებზე დაკავებულები სინდისის პატიმრებად, ბერდია სიჭინავამ ანდრო ჭიჭინაძე დაასახელა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას “გახარიას“ გუნდის წევრს, ბერდია სიჭინავას ჰკითხა, აქციებზე დაკავებულ პირებს მიიჩნევდა თუ არა სინდისის პატიმრებად.
რევაზ ნადარაია: ამ აქციებზე დაკავებულ პირებს სინდისის პატიმრებად მიიჩნევთ?
ბერდია სიჭინავა: სინდისის პატიმრებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე ან დაბალი სტანდარტით არიან დაკავებული, მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს ანდრო ჭიჭინაძე.
- მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას — ედავებოდა. ბრალდების თანახმად, 2024 წლის 29 ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ის სამართალდამცველების მიმართულებით ჯოხს ისროდა. ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებდა. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა და ჭიჭინაძე ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2026 წლის 17 აპრილს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა