თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ივანიშვილს მადლობას უხდის

17.11.26 23:50
თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ივანიშვილს მადლობას უხდის

თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ივანიშვილს მადლობას უხდის. როგორც ის აცხადებს, მისი დაკავების ოპერაცია იმ ადამიანებმა დაგეგმეს, რომლებიც, მისი შეფასებით, ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ.

მისი თქმით, ის მადლიერია ივანიშვილის, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს ქვეყანაში და 2012 წელს გაწირა ყველაზე ძვირფასი, თავისი ოჯახის სიცოცხლე და შემოვიდა პოლიტიკაში.

"ვინც ჩემი დაკავების ოპერაცია დაგეგმა, ბატონო ბიძინა, თქვენ მოგმართავთ, ეს ხალხი თქვენი მტერია, ძალიან კარგად იცოდნენ, მე როგორი განწყობით ვარ თქვენი მისამართით, როგორი მადლიერი ვარ და რამხელა საქმე კეთდება ქვეყანაში და ამ საქმეში მეც შემოხიდული ვარ, პირადად თქვენზე ვარ შემოხიდული […]

[…] იმ ხალხმა, ვინც დაგეგმა ჩემი დაკავების ოპერაცია, საჩვენებელი, დარწმუნებული ვარ, დრო მოვა, პირადად თქვენ მოიკითხავთ იმ ამბავს და იმ ხალხს გაუშვებთ იქ, გლდანის ციხეში […] მე არ დამიკარგია თქვენზე ბატონო ბიძინა წარმოდგენა და შეხედულება […] დარწმუნებული ვარ, თქვენ პასუხს მოსთხოვთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ ვაჟკაც კაცებს, როგორიც მე ვარ...

[…] ამით თქვენ ბიძინა ივანიშვილს ზურგში ჩაარტყით დანა, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმეთ ჩემი ასე დაკავების, რა. ამაზე აუცილებლად ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა პასუხს აგებს კანონის მიხედვით, მე არ მოვისვენებ, ბიძინამდე მივიტან, მითუმეტეს, მე და ბიძინა კარის მეზობლები ვართ, გურიაში, შეკვეთილში… ვერც ერთ ჩემს ლაივს ვერ ნახავთ, ბიძინას მისამართით აუგი მეთქვას ან რაიმე ცუდი მეთქვას, იმიტომ, რომ ამ კაცმა 2012 წელს გაწირა ყველაზე ძვირფასი, თავისი ოჯახის სიცოცხლე გაწირა და შემოვიდა პოლიტიკაში... ისე ვაჟკაცურად შემოვიდა, როგორც მე ჩავედი რესტორანში, იმ შვიდ კაცთან",- ამბობს ელიზბარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები