უბედური შემთხვევა თემქაზე- შუა ხნის მამაკაცი სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა

10.12.21 13:31
უბედური შემთხვევა თემქაზე- შუა ხნის მამაკაცი სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა

უბედური შემთხვევა თემქაზე, 53 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის წყლის გამათბობელი გახდა.

შემთხვევის დროს მამაკაცის სახლში მარტო იმყოფებოდა, მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მოხდა. 53 წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა, როცა სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. 

მამაკაცის ცხედარი  ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები