ბიზნესმენი პაპაშვილი მუშახელის ინდოეთიდან შემოყვანას არ გამორიცხავს

18.11.26 13:16
ბიზნესმენი პაპაშვილი მუშახელის ინდოეთიდან შემოყვანას არ გამორიცხავს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, ამ პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს - ამის შესახებ პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, ისინი ფიქრობენ იმუშაონ  HR კომპანიებთან, ინდოეთიდან არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე.

"ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება" — აღნიშნავს ბიზნესმენი.

ცნობისთვის, BAG ინდექსის 2026 წლის III კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობაა.

წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც. სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოს ბიზნესს ასოციაციის წევრი კომპანიების 54% აცხადებს, სამუშაო ძალის ნაკლებობა გამოკითხული კომპანიების 48%-სთვისაა ხელის შემშლელი ფაქტორია.

BAG ინდექსის მიხედვით, ეს საკითხი განსაკუთრებით მშენებლობის სექტორისთვისაა პრობლემური.

 

მსგავსი სიახლეები