არ დავუშვებთ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობას - აქცია წყალტუბოში

10.12.21 15:43
არ დავუშვებთ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობას - აქცია წყალტუბოში

არ დავუშვებთ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობას- წყალტუბოს რაიონის მაცხოვრებლები სოფელ უკანეთში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთელი რაიონის ნაგავსაყრელი სოფელ უკანეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს და  აქციებს აანონსებს.

ადგილობრივების განცხადებით,  ხელისუფლებას  იმერეთში არაფერი გაუკეთებია და სამუშაო ადგილების ნაცვლად ნაგავსაყრელს აწყობს.