ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს
ვაკეში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს - უწყებიდან "პირველებს" მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობას უდასტურებენ. დაჭრილების შესახებ შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება ყიფშიძის ქუჩაძე კორპუსის ავტოფარეხში წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა.
როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, მოკლული შუახნის კაცია.
ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.