ვაკეში პენსიონერია მოკლული - ეჭვმიტანილი დაკავებულია (ახალი დეტალები)
"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში მოკლული კაცი პენსიონერია - მას სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე ხელბორკილები ერთ პირს დაადო.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.
ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.