ხალხი ბულაჩაურში შველას ითხოვს - მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საეჭვო პირები სოფელში დათარეშობენ და სახლებს ძარცვავენ (ვიდეო)
ხალხი ბულაჩაურში შველას ითხოვს - მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საეჭვო პირები სოფელში დათარეშობენ და სახლებს ძარცვავენ. ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა "პირველებს" მიაწოდა.
მინდა მოგმართოთ თხოვნით, დაგვეხმაროთ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში და მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა საეჭვო პირებისა და ჯგუფების გადაადგილების, კერძო ეზოებში უნებართვოდ შესვლისა და სავარაუდო ქურდობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები.
ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ვიდეომასალა, არიან თვითმხილველები და დაზარალებულებიც. აღნიშნული პრობლემის შესახებ, ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებიც ინფორმირებულები არიან, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული რეაგირება საკმარისი არ არის.
სოფელში მცხოვრები ადამიანები უკვე თავს დაუცველად ვერ გრძნობენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ოჯახები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან და მშობლებს დღის განმავლობაში მარტო უწევთ სახლში ყოფნა.
პირადად მეც ორი პატარა ბავშვით ხშირად მარტო ვარ სახლში და მუდმივ შიშში მიწევს ყოფნა".- წერს "პირველების" რედაქციას ადგილობრივი.