პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა

18.11.26 18:28
პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა

პირველი ინტერვიუ მშობელთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა.  დედა"პირველებს" უყვება, რომ შემთხვევის დროს რამდენიმე აღსაზრდელი იყო ერთად. მშობლის მონაყოლით ირკვევა, რომ როცა ყვირილის ხმა მასწავლებელმა გაიგო, ის შეეცადა მცირეწლოვნების  დახმარებას და დენი მასზეც გადავიდა.  

აღსაზრდელის დედა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მსგავსი პრობლემა ძაბვასთან დაკავშირებით სხვა ბაღებშიც იყოს - მშობელი ითხოვს, რომ ელექტროგაყვანილობა ყველგან შემოწმდეს. 

იყო დაბალი ძაბვაო, ჯერ ვინ გაზომა და როგორ გაზომა და მერე მეორე, ადგილი, სადაც პატარა პატარა ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს. მეორე და მთავარი პრობლემა ჩემთვის პირადად არის ის, რომ ე.ი. მუშაობდა არაპროფესიონალიი და თუ არაპროფესიონალი მუშაობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ადგილზეც იგივე პრობლემა არ იქნება. მიმაჩნია, რომ მთლიანად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობა". - ამბობს მშობელი. 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. 

"N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა"- ინფორმაციას tvpirveli.ge-ს მშობელი აწვდის. 

მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებია. 

მსგავსი სიახლეები