ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო - ნინო ლომჯარია
სახელმწიფოს მიერ წარმოებული ვაქცინაციის პროცესის საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს.
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების, თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ. რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა, მეცნიერული, სამედიცინო ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით "- აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, არაეფექტური ღონისძიებების შედეგად ინფიცირების მაჩვენებელი დღესაც მაღალია.
კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, - განაცხადა ლომჯარიამ.