ევროსკოპი: სტრასბურგში აპირებენ გაიტანონ რეზოლუციის პროექტი “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ოცნების“ რეჟიმის პირობებში"
ევროსკოპის ინფორმაციით, იგეგმება რომ, მომავალ კვირას, სტრასბურგში, პლენარულ სდომაზე გაიტანონ რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით: “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში".
ამ დროისთვის, მეტი დეტალი უცნობია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში წერს, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნას.
თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, - წერს ის.