ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

18.11.26 20:12
ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ტრაგედიას ბავშვები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ მასწავლებელმა დროულად მოახერხა მათი განრიდება, თუმცა  ამ დროს თავადაც მიიღო დენის დარტყმა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები შენობის კიბეზე ადიოდნენ. ირკვევა, რომ ძაბვა კიბის მოაჯირში გადიოდა. 

ბაღის ადმინისტრაცია მომხდარს მალავდა - მშობლები პირველებს უყვებიან, რომ დირექტორმა ფაქტი დამალა, მშობლებს არაფერი შეატყობინა და სასწრაფო არ  გამოიძახა, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებით, ჩათვალა რომ ბავშვებს არაფერი სჭირდათ.

მსგავსი სიახლეები