"პირველებმა" იმ პირის ვინაობა გაარკვია, ვინც პენსიონერის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - "პირველებმა" იმ პირის ვინაობა გაარკვია, ვინც პენსიონერის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ის 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძეა.
არსებული ინფორმაციით, არობელიძემ თავად დარეკა პოლიციაში და სამართალდამცველებს უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა.
80 წლამდე პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.
ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.