მკვლელობა ვაკეში - საგამოძიებო მოქმედებებში მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელი მონაწილეობს

18.11.26 19:43
მკვლელობა ვაკეში - საგამოძიებო მოქმედებებში მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელი მონაწილეობს

პენსიონერი კაცის მკვლელობა ვაკეში - საგამოძიებო მოქმედებებში მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელი მონაწილეობს,

კადრებში, რომლიც პირველებს მიაწოდეს, ჩანს ირაკლი დგებუაძე, რომელიც ხელთამთმანებით ხელში გაჩერებულ ავტომობილში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. 

დგებუაძე ახლა თბილისის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსია. 

  • პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.

ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.