კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]

19.11.26 10:27
კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]

ფონიჭალაში, კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ.

დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ინფორმაცია ვრცელდება სამი დაშავებულის შესახებ.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.