ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს - შსს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

19.11.26 10:52
ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს - შსს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

შსს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციას ავრცელებს - უწყების ცნობით, ამ ეტაპზე  ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ და აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები

ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.